“ნატო არ მიცემს საშუალებას რუსეთს საქართველოს შეუქმნას საფრთხე”

02 ოქტომბერი 2019, 20:07 1884 ნახვა

„ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ბლოკი კონფრონტაციისთვის შეიქმნა და თუკი საქართველო ამ ბლოკთან ასოცირდება, ამ შემთხვევაში, საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყება“ -   პუტინის პრეს-სპიკერის განცხადებას დღეს შეფასებები მოჰყვა.

დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის პოზიცია, იმის შესახებ, რომ რუსეთისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანება მიუღებელია. ოპოზიცია, ამბობს, რომ ეს პოზიცია "დათბობის პოლიტიკის"  შედეგია, განმარტავენ, რომ ნატო არ მიცემს საშუალებას რუსეთს საქართველოს შეუქმნას საფრთხე.

ხელისუფლებისთვის კი რუსეთის პოზიცია ახალი არ არის. ამბობენ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით ნატოსკენ სწრაფვას აგრძელებენ.  რეპორტაჟში თქვენ ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებასაც მოისმენთ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში