"მსოფლიო რაგბის" ბოდიში, საქართველოს თამაშზე რუსული სიმღერის აჟღერების გამო 

30 სექტემბერი 2019, 16:15 1404 ნახვა

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, 29 აგვისტოს, საქართველო ურუგვაის თამაშის დროს, საქართველოს მორაგბეების ლელოების დადებას, სტადიონზე ვალერი მელაძის სიმღერის ფრაგმენტებით აღნიშნავდნენ. 

ეს ფაქტი, მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის ნაკრების წევრმა ჯაბა ბრეგვაძემ  და მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააპროტესტეს და "მსოფლიო რაგბის" სთხოვეს მეტი ყურადღების გამოჩენა სთხოვეს, რადგან საქართველო რუსეთი არ არის. "ჩვენთან განსხვავებული ენა და კულტურაა. ძალიან გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ“. 

„მსოფლიო რაგბი“ საქართველოს ამის გამო ბოდიშს უხდის - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

„გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს ქართველ მეგობრებს ამ უხერხულობისთვის. ჩვენ ეს ამბავი განვიხილეთ ორგანიზატორებთან, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს“,- აცხადებს პრესმდივანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში