სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჩხაში

29 სექტემბერი 2019, 12:28 1092 ნახვა

დილიდან ისევ წვიმს თურქეთში ქალაქ ბორჩხაში, სალიკვიდაციო სამუშაოები აქ მეორე დღეა მიმდინარეობს, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, დატბორა სახლები, მაღაზიები, მეჩეთი და ქუჩები. მეორე დღეა მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემაც აქვს.

გუშინ მაშველების დახმარება რამდენიმე ოჯახს დასჭირდა. ჩვენი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. თურქეთში გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩხალა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა ქალაქ ბორჩხის გზების ნაწილი.  ადგილზე აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მუშაობდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში