გამყარდება თუ არა ეროვნული ვალუტა? - ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

27 სექტემბერი 2019, 20:33 1637 ნახვა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა.  ჩარევის შედეგად ეროვნული ვალუტა 3 თეთრით გამყარდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს დროებითია. მათი თქმით იტერვენცია ყოველთვის გამოსავალი არაა და მთავარია ქვეყანაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდეს.

ეკონომიკურ პოლიტიკას ხელისუფლებას უწუნებენ ოპოზიციაში. აქ კონკრეტულ გეგმაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც რეგულაციები უნდა გაუქმდეს. მმართველ გუნდში კი პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებენ. ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ლარი წლის დასაწყისიდან დრამატულად უფასურდება, ბანკმა ინფლაცია მხოლოდ ერთი თვის წინ აღიარა. ჩარევა კი მეორედ გადაწყვიტა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში