გენპროკურორის მოადგილე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვები გახმაურებულ საქმეებზე დაუსვეს

27 სექტემბერი 2019, 20:01 1073 ნახვა

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების მსურველ მორიგ კანდიდატს მოუსმინეს დღეს საქართველოს პარლამენტში. ეს გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძეა, რომლის საქმიანობის პერიოდსაც ბევრი გახმაურებული საქმე ემთხვევა.

მათ შორისაა  ხორავას ქუჩის და მაჩალიკაშვილის საქმეები, ციანიდის საქმე, ტელეკომპანია რუსთავი2-ის საჩივარი, აფგან მუხთარლის საქმე. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან გენერალურ აუდიტორზე თავდასხის შესახებ. სკანდალური ამბავი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე.

მოკლედ ყველა ის ქეისი რომლის ირგვლივაც არაერთი კითხვა ჩნდება არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. ვასაძე ფარცხალაძის მეგობარია - ფარცხალაძე კი ბევრ  სკანდალში ფიგურირებს. კითხვები ამჯერადაც მწვავე იყო უმცირესობისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში