"მე არ ვარ სუსტი სქესი" - დიანა ტრაპაიძის პასუხი დეპუტატის სექსისტურ გამონათქვამზე

26 სექტემბერი 2019, 18:28 3318 ნახვა

"როგორც ქალს და როგორც მანდილოსანს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ბესელიას დღევანდელი საქციელი?" — უთხრა პარლამენტის წევრმა, "ქარტული ოცნების" დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა წამყვანს.  დიანა ტრაპაიძემ მას უპასუხა, რომ ის სუსტი სქესის წარმომადგენელი არ არის.

ვანო ზარდიაშვილთან ერთად, ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიასა და დეპუტატს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების თემას განიხილავდა. 

ეკა ბესელიამ, პარლამენტის სხდომაზე დღეს დეპუტატს სახეში დაარტყა.  მისი  გაბრაზება, ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა, სადაც ''ქართული ოცნების'' წევრმა  "ბესელიას მორალი" მოიკითხა. 

ეს რეპლიკა, საზოგადოების ნაწილმა ეკა ბესელიას  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის საქმეს დაუკავშირა. დღეს, სოციალურ ქსელში დეპუტატის მხარდამჭერი პოსტებიც გამოჩნდა, სადაც ქალები მას სოლიდარობას უცხადებდნენ.  

 

 

წყარო: on.ge

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში