ბათუმი, ამინდი - 27 სექტემბერს ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება

26 სექტემბერი 2019, 09:27 5547 ნახვა

ხვალ აჭარაში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს, მთიან ზონაში კი +23, +25 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ზღვის წყლის ტემპერატურას, ის 23 გრადუსია, რაც საბანაოდ ძალიან კომფორტულია.  მზის ულტრაიისფერი ინდექსი (Uv index) კი მაღალია - ნიშნულით #7, რაც გასარუჯად კარგია. 

• ბათუმი- მზიანი ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +17 დღისით +27 გრადუსი.

• ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება ნავარაუდები, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +26

• შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +24

• ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10 დღისით +23

• ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +24

• გომარდული- ცვალებადი მოღრუბლულობა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +21

• გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +18

ფოტო: ირინე წუწუნავა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში