„შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ ამდენი დამთხვევის და შემთხვევითობის არ მჯერა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ფლობდეს ტრიბუნას და ეს ყველაფერი არ დასრულდეს დემოკრატიის მარცხით, ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს!“ - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ნათია ზოიძე ამბობს, რომ მას გუშინ ყველა დოკუმენტი მზად ჰქონდა და 5 საათისთვის კიდევ ერთხელ უნდა ეცადა მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში, მაგრამ ერთი საათით ადრე გაიგო, რომ სასამართლომ ეს კონკურსი შეაჩერა.