პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს

25 სექტემბერი 2019, 16:10 285 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი პროკურატურაში დაიბარეს. მას შეწყალების საქმეზე გამოკითხავენ. 

ანგი ხუციშვილი შეკითხვებს ხვალ უპასუხებს. ის საგამოძიებო უწყებაში 26 სექტემბერს, 12:00 საათზეა დაბარებული. 

ამავე საქმეზე დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია გამოკითხეს.  იგი ირწმუნება, რომ შეწყალების საქმესთან კავშირი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი