ნავსადგურის შენობაში სასტუმროს მოსაწყობად ნებართვის გარეშე სამუშაოები მიმდინარეობს  

23 სექტემბერი 2019, 16:38 4437 ნახვა

ბათუმის ნავსადგურის ყოფილ შენობაში სამუშოები ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს ორმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნავსადგურის ერთ ნაწილში ბოძები მოშლილია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.  

მაუწყებელი ობიექტზე არ შეუშვეს და არც ნავსადგურის შენობის დროებითმა მფლობელებმა გააკეთეს კომენტარი. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, მათ შიდასაპროექტო სამუშაოებზე ნებართვა არ გაუციათ. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

"როგორც მაქვს ინფორმაცია, კომპანიამ ნავსადგურის შენობის მფლობელებისგან იჯარით აიღო ტერიტორია,  რამდენიმე წლით და სურთ იქ სასტუმროს მოწყობა. გვქონდა კომუნიკაცია, რომ უნდა მოამზადონ პროექტი და შემოიტანონ, ამ ეტაპზე არც პროექტია შემოტანილი და არც ნებართვაა გაცემული. მონიტორინგის ჯგუფი გადაამოწმებს ინფორმაციას" - გვითხრა ზაურ ახვლედიანმა.  

ნავსადგური დროებით მფლობლობაში  შპს "აქსერონს"  აქვს აღებული. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი