საგზაო დაღვევებისთვის, არასწორი პარკინგისა და სხვა დარღვევისთვის მიღებული ჯარიმები მოქალაქეებს ჩამოეწერათ

20 სექტემბერი 2019, 15:05 8184 ნახვა

უბილეთოდ მგზავრობისთვის, არასწორი პარკირებისთვის, ნაგვის დაყრისთვის, საგზაო წესისა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები, რომლებსაც 2019 წლის 15 აპრილამდე დაეკისრათ საჯარიმო სანქციები, გათავისუფლებულები არიან გადასახადისგან. 

ფინანსური "ამინისტია" ეხებათ მოწყვლად ჯგუფებს - იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული სტატუსის მატარებლები არიან. 

ჯარიმებისგან გათავისუფლდა -  დევნილები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ვეტერანები, მარტოხელა მშობლები და არასრულწლოვნები. 

საერთო ჯამში, წლების განმავლობაში, გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობამ 23 მილიონზე მეტი შეადგინა. მოწყვლადი ჯგუფები ვერ ახერხებდნენ მის გადახდას, აღსრულების ბიუროს კი, კანონმდებლობის შესაბამისად უწევდა სისტემატიურად ამ ჯარიმებზე მუშაობა.  

ამინისტია არ შეეხო დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას. ასევე, დგომა გაჩერებისთვის გათვალისწინებულ 10 ლარიანი საჯარიმო სანქციებს. 

გადაწყვეტილება დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში