ჩვენს ყურადღების ცენტრშია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი - ევროკომისარი

16 სექტემბერი 2019, 15:16 299 ნახვა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი საქართველოშია. ოჰანეს ჰანი პრემიერ მინისტრს შეხვდა, მოგვიანებით კი, გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა ბრიფინგი გამართეს. 

ოჰანეს ჰანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან, როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში. მისივე თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესისა და ძალისხმევის მხარდამჭერი.

„განვითარების კუთხით, ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით აღმოსავლეთ სამეზობლოში და გვინდა, რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნება. მომავალშიც, მიზანმიმართულ ხაზს ვინარჩუნებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებს ფარგლებში,“- აღნიშნა ევროკომისარმა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი