ბათუმის მაღაზიაში ნაყიდ შოკოლადში ჭია აღმოჩნდა

14 სექტემბერი 2019, 16:00 991 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთ მარკეტში მომხმარებელმა ასაწონ შოკოლადში მატლები აღმოაჩინა. 

სოფო ხელაძე ყვება, რომ დაახლოებით, ერთ კილო ტკბილეული მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში იყიდა, სტუმრად მისულმა კი აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა შოკოლადი გაფუჭებული და ჭიიანი იყო. 

''დაახლოებით 30-მდე შოკოლადი გავხსენი და ყველაში მატლი იყო. ხომ შეიძლება ეს პატარებმაც ჭამონ. უფროსებმა შენიშნეს და შემდეგ ყველა სათითაოდ გავხსენით. გასულ კვირას კი საბავშვო ფაფაში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ აფთიაქში შევიძინე  მატლი იყო. პროდუქცია საკმაოდ ძვირი ღირს და ის ვადაგასულიც არ ყოფილა'' - ამბობს მომხმარებელი. 

საცალოდ შოკოლადებს ვარგისიანობის ვადა შეფუთვაზე მითითებული არ აქვს. 

მაღაზიების დიდ ნაწილში ტკბილეული ღია დახლებზე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით იყიდება. 

სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ ყველა რეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი, როგორ გეგმიურად ასევე არაგეგმიურად მოწმდება. 

''მომხმარებლებს მოვუწოდებთ, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების დროს ცხელ ხაზზე, 15 01-ზე დარეკონ და ამის შესახებ მაკონტროლებელ ორგანოს აცნობონ. ყველა ასეთ შემთხვევაზე რეაგირება და არაგეგმიური შემოწმება'' - გვითხრეს სააგენტოში. 

არ არის გამორიცხული მაღაზია სააგენტოს ერთი თვის წინ შეემოწმებინა, პროდუქცია კი სარეალიზაციოდ მონიტორინგის შემდეგ ჩაეშვათ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი