თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერები იქნებიან

13 სექტემბერი 2019, 10:15 1423 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დღეს მთავრობის სხდომაზე დაასახელა. აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. მეორე ვიცე-პრემიერი კი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იქნება.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს უფრო მეტად გააძლიერებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში