პროკურატურის უარის მიუხედავად ნიკა მელია - პოლიტიკურ გადაცემაში

11 სექტემბერი 2019, 10:15 218 ნახვა

ნიკა მელიას  ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას პოლიტიკურ თოქშოუში სტუმრობასთან დაკავშირებით, მათ როგორც გენერალური პროკურორი, ასევე სხვა პროკურორებიც გაფრთხილებული ჰყავდათ.

დეპუტატის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს აკრძალვით ვერანაირად ვერ შეეზღუდება მელიას პარლამენტარის უფლებამოსილება, ვინაიდან ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული. 

რა ტიპის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს პროკურატურა, ნიკა მელიას ტელეკომპანია ,,კავკასიაში“ მისვლის შესახებ ეს ჯერ უცნობია, საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ  საკითხზე გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებენ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში