‘GLOMUS’ 2019 - ბათუმში მსოფლიო მუსიკალური კულტურების შეხვედრა მიმდინარეობს

10 სექტემბერი 2019, 17:53 264 ნახვა

ბათუმში ‘GLOMUS’ 2019 - მსოფლიო  მუსიკალური კულტურების შეხვედრა სახელწოდებით“  მგლობალური დიალოგი, მდგრადობა და არტისტული ინვესტიცია“ მიმდინარეობს.  ღონისძიებაში  მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის  უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები  და სტუდენტები მონაწილეობენ.    

შეხვედრის მონაწილეები  ეცნობიან  მუსიკის აქამდე უცნობ ეთნიკურ, ჟანრულ, სტილისტურ და ტექნიკურ საფუძვლებს. დაგეგმილია  მასტერკლასები და კონცერტები, ასევე  უმაღლესი განათლების შეხვედრა „ლიდერთა ფორუმი“.  

‘GLOMUS’- ი წელიწადში ერთხელ ტარდება, საქართველო მას პირველად მასპინძლობს. ღონისძიება 19 სექტემბერს დასრულდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში