„მოვუწოდებთ რუსეთს, შეეცადოს დესტაბილიზაციის შემცირებას და რა თქმა უნდა, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულებები“ – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.
ფილიპ რიკერი დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წარმომადგენელთან და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად სოფელ ოძისშიც იყო ჩასული.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            