''მთავარი არხი'' დღეს იწყებს, ''რუსთავი 2'' ემზადება 

09 სექტემბერი 2019, 10:59 899 ნახვა

''მთავარი არხი'' ახალ სატელევიზიო სეზონს დღეს იწყებს. 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე ეთერში საინფორმაციო გამოშვება გავა.

ფეისბუქის გვერდზე პრომო გამოქვეყნდა, სადაც ჟურნალისტები ახალი არხის შესახებ საუბრობენ.

საინფორმაციო გამოშვებას დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ, საინფორმაციო სამსახურს კი, ნოდარ მელაძე უხელმძღვანელებს. 

"ვიქნებით იქ, სადაც თქვენ დაგჭირდებით" - ამბობენ მთავარი არხის წამყვანები. ტელეკომპანიის ჟურნალისტები გადაღებებზე რამდენიმე დღის წინ გავიდნენ. 

ახალი სეზონისთვის ემზადება ''რუსთავი 2''.  ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ განახლებული საეთერო ბადით მაყურებელი, რამდენიმე დღეში იხილავს, თუმცა თარიღი დაზუსტებული არ არის.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის  პაატა სალიას განცხადებით, "კურიერი" სატელევიზო ბაზარზე ისევ, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება იქნება. 

ცოტა ხნის წინ, ''რუსთავი 2''-ის ფეისბუქგვერდზე მთავარი არხის ერთ-ერთი ნიუსი გამოქვეყნდა. "ყველა ახალი ამბავი, ყველა ექსკლუზივი ნახეთ ამ გვერდზე mtavari news", - ეწერა პოსტზე. ინფორმაციას On.ge-ავრცელებს. 

ამ მომენტისთვის პოსტი აღარ იძებნება.

სააგენტოს მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განუცხადა, რომ ორივე არხის ფეისბუქგვერდს ერთი ადამიანი მართავდა და გაზიარებისას შეცდომა დაუშვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში