მინისტრთა ახალი კაბინეტი ძველი სახეებით

08 სექტემბერი 2019, 21:17 424 ნახვა

საქართველოს მთავრობას, ახალი შემადგენლობა ჰყავს. 44 წლის გიორგი გახარიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წელი ხელმძღვანელობდა, ქვეყნის მმართველობა გადაეცა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, 5 ქალია.

▪ გიორგი გახარიას, საპოლიციო უწყების ხელმძღვანელობამდე 1 წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. 2008 - 2013 წლებში ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. გახარიას  შსს მინისტრობის პერიოდში ყველაზე დასამახსოვრებული იყო სპეც ოპერაცია ნესკრაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ   , სპეცოპერაცია  ბასიანში,მინისტრის ბოდიში რუსთაველზე  და გავრილოვის ღამე.

▪ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური - ის 2015 წელს ცოტი ხნით ხელმძღვანელობდა საპოლიციო უწყებას, ამ დრომდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა . 2013-2014წწ.იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;  2013 წლამდე კი – პრემიერ მინისტრ – ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი

▪ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მას „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ დაახლოებით 1 წელი ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. 2013 წლის ბოლოს კი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი , სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა პრემიერის პოსტზე, თუმცა დანიშვნიდან ორ წელიწადში მანაც დატოვა თანამდებობა.  ის „ქართულ ოცნებაში“ მმართველ პოზიციაზე, მარტში დაბრუნდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში. მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. ასევე საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. ასევე საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი.

▪ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის უცვლელი სახეა. მანამ ის 2010 წლიდან, „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში ირიცხებოდა.  2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, 2009 წლიდან −  მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. მიღებული აქვს უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. იყო, ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი. საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში სწავლის პერიოდში, თეა წულუკიანი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე.

▪ მიხეილ ბატიაშვილი -განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს გასული წლის ივლისიდან იკავებს. მანამ 2016 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  რექტორი, 2011-2015წწ. კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი იყო; ასევე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო აუდიტორი; და ასოციაცია GLOBAL შთAღ -ის დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი; ასევე, სხვადასხვა პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

▪ მაია ცქიტიშვილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, 2012 წლის 1 ნოემბრიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, დასაქმებული იყო კერძო სექტორში, მმართველ პოზიციებზე შპს „ქართუ მენეჯმენტსა“ და სს „პარქაუნთში“.აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება როგორც საავიაციო, ისე სამშენებლო სექტორზე

▪ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, უწყებას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამ კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო;  2012 წლიდან ის საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

▪ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა,პოსტს 18 აპირილიდან იკავებს. მანამ ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 2013-2018წწ.  "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავა  2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.

▪ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე, უწყებას გასული წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს. მან დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან იყო საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი; სწავლობდა გერმანიაში, ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში. 2006-2008 წლებში გერმანიაში, ნიურნბერგში „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშეს“ პროექტის განვითარების მენეჯერი იყო. სამუშაო პრაქტიკა გავლილი აქვს ავსტრიაშიც. 2008-2013 წლებში მუშაობდა შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში

▪  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - პოსტს 2016 წლიდან იკავებს. მანამ იგი საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ბელარუსის რესპუბლიკაში ასევე უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში. აშშ–ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველი. 1996-2000წწ. იყო ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობაში პირველი მდივანი, შემდეგ მრჩეველი;

▪​  ფინანსთან მინისტრი ივანე მაჭავარიანი - უწყებას გასული წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს.  იყო თელიაშონერა'ს Eურასიან ოპერაციებისთვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავების გუნდის წევრი; 2012-2015წწ. მონაწილეობდა სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიებთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში

▪ ქეთევან ციხელაშვილი- სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - უწყებას ის 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამ კი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ასევე სხვადასხვა დროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე; 2006-2012წწ. ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი;2004-2006წწ. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 2007-2009წწ. ევროპის სტაბილურობის ინიციატივის(EშI) ანალიტიკოსი საქართველოში; 2002-2010წწ. ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის კონსულტანტი საქართველოში. 2002 წელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი-თანაშემწე.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში