ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის ინიციატივა - დაიხვეწოს შეწყალების გამოყენების უფლება?

07 სექტემბერი 2019, 21:35 1277 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, სადაც ის  შეწყალების გამოყენების უფლების დახვეწის ინიციატივით გამოდის შეფასებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაში“. სალომე ზურაბიშვილი, გავრცელებულ განცხადებაში პოლიციას მის პატივისცემას უდასტურებს. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რომ ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა კარგად გაითავისა პრობლემა.

პოლიციელის მკვლელის და ზოგადად, განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება კატეგორიულად მიუღებელია ანრი ოხანაშვილისთვის. დეპუტატი მიესალმება პრეზიდენტის დამოკიდებულებას, რომ მზად არის, ეს საკითხი გაიხსნას და დაიხვეწოს

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში