"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, - ეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა, პოლიციელის მკვლელობის საქმეზე მჯავრდებულის შეწყალებაზე დაუსვა.
''ეს გახდა უეცრად სალაპარაკო პრობლემა მაშინ, როდესაც აქ ამდენია სალაპარაკო და პოზიტივი, მაგრამ ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში.
მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება დღეს ევროპის შუაგულში, აქცენტის სხვა საკითხზე გადატანის მცდელობები არის მაჩვენებელი იმის, რომ ნაცვლად იმისა, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომლებიც არის მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის მოხვდა, ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის 12 წლიანი პატიმრობამისჯილი რამაზ დევაძე.
სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური გარჩევებისა და კრიტიკის საგანი გახდა.
პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის.