მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

26 აგვისტო 2019, 21:51 2718 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის ტურნირზე პირველი ეტაპის შეხვედრა წარმატებით გაიარა.  ქართველმა მსოფლიოს 202-ე ჩოგანმა ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ წრეში, ამერიკელ ბერნარდა პერის 3 სეტში სძლია. მას 65-ე ჩოგანის დასამარცხებლად ორ საათი და 21 წუთი დასჭირდა.

21 წლის სპორტსმენმა ამერიკელი ბერნარდა პერა სამ სეტში 6:3 , 5:7 , 6:4 დაამარცხა.

მატჩის მსვლელობისას ბათუმელ სპორტმსენს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა შეხვედრა ბოლომდე მიიყვანა. მარიამმა ამ გამარჯვებით 40 სარეიტინგო ქულა დააგროვა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

ჩოგბურთელი მე-2 წრეში მსოფლიოს მე-3 ჩოგან კაროლინა პლიშკოვას შეხვდება, რომელმაც 2 სეტში თანამემამულე მარტინცოვა დაამარცხა - 7:6 (8:6), 7:6 (7:3).

ახალგაზრდა სპორტსმენი მეოთხე ქართველი ქალი ჩოგბურთელია , რომელმაც დიდი სლემის ძირითად ბადეში იასპარეზა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში