R2-მა ფეისბუქზე ინფორმაცია განაახლა - ''გავრილოვის ღამეს'' დაკავებულის სასამართლო პროცესი დააანონსა   

26 აგვისტო 2019, 15:35 1832 ნახვა

 

20 აგვიტოს საღამოს, 9 საათიანი კურიერის შემდეგ, ''რუსთავი 2''-ის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა. ამ პერიოდის განმავლობაში ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე მხოლოდ რამდენიმე მასალა აიტვირთა. 

ფეისბუქში ბოლო პოსტი 15:05 წუთზე დაიდო, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ეხება. 

''ბესიკ თამლიანია ერთ-ერთია იმ 19 დაკავებულიდან, რომელიც “გავრილოვის ღამეს” მომხდარი მოვლენების გამო დააპატიმრეს'' - წერია გვერდზე, რომელსაც ვიდეორგოლიც ახლავს. 

21, 22, 23 და 24 აგვიტოს კი, ფეისბუქგვერდზე,  რუსთაველის გამზირიდან გადაცემა  #სირცხვილიას აქციების პირდაპირი ეთერებია გაზიარებული. 

ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე გამოქვეყნდა ქიბარ ხალვაშის რამდენიმე განცხადება, რომელიც ''რუსთავი 2''-ში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. 

ტელეკომპანიის ვებგვერდზე კი ბოლო 6 დღის განმავლობაში, მხოლოდ ორი მასალაა ატვირთული. 

ვინ აახლებს ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' -ის ფეისბუქ გვერდს, ამის გადასამოწმებლად აჭარის საზოგადოებრივი არხის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას დაუკავშირდა. ამ ეტაპზე სალი სატელეფონო ზარს არ პასუხობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში