ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გირაო 700 000 - 700 000 ლარი გადაიხადეს

26 აგვისტო 2019, 17:54 1594 ნახვა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 700 000 -700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა სრულად დაფარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა'' - აცხადებს ადვოკატი ზგვიად კორძაძე. 

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წაუყენეს. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

გარდა გირაოს შეფარდებისა, 29 ივლისს სასამართლომ პროკურატურის კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აუკრძალა ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში