აჭარაში ოჯახში ძალადობისთვის მხოლოდ ივლისში 103 შემაკავებელი ორდერი გაიცა - შსს

24 აგვისტო 2019, 19:44 1870 ნახვა

ოჯახში ძალადობისთვის მხოლოდ ივლისში აჭარაში 103 შემაკავებელი ორდერი გაიცა. სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 69 შემთხვევაში ქალი იყო, 15 შემთხვევაში კი მამაკაცი.

სტატისტიკური მონაცემებით, შემაკავებელი ორდენის დიდი ნაწილი 25-დან 45 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე გაიცა. 

პოლიციას მსგავსი დოკუმენტის გაცემა ყველაზე მეტჯერ თბილისში დასჭირდათ. ივლისში დედაქალაქში სამართალდამცველებმა სულ 382 ორდერი გასცეს. 

ყველაზე ნაკლები შემთხვევა კი რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა. ივლისში სამი, 7 თვეში კი 28 შემთხვევა, რაც ყველაზე სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

იანვრიდან აგვისტომდე ოჯახში ძალადობისთვის აჭარაში სულ 428 შემაკავებელი ორდერი გაიცა, საქართველოში კი 5399. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში