ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

23 აგვისტო 2019, 10:12 1613 ნახვა

ბათუმში  დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა ორჯერ განახორციელეს. პოლიციამ მის მიერ უკანონოდ გაყიდული 7 აბი „სუბოქსინი“ და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში