კურიერი დღეს დილით ეთერში არ გასულა

21 აგვისტო 2019, 10:33 2249 ნახვა

''რუსთავი 2''-ის საინფორმაციო გამოშვება კურიერი დღეს დილით ეთერში არ გასულა. პროგრამულ ბადეში კურიერი ცხრა და ათ საათზე მითითებულია, თუმცა საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად ეთერში სერიალი გავიდა.

ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე ბოლო ინფორმაცია, 13 საათის წინ არის ატვირთული. 

კურიერის ბოლო გამოშვება გუშინ, 20 აგვისტოს, 21:00 საათზე გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, ასევე სხვა ცნობილი სახეები  გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი