დადგება თუ არა დღის წესრიგში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხი 

20 აგვისტო 2019, 21:43 335 ნახვა

უნდობლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს. გასაუბრებაზე მისულმა დირექტორობის კანდიდატმა ფირუზ ბოლქვაძემ, ამ ხმაურიანი განცხადების  შემდეგ, ბორდის წევრებთან გასაუბრება აღარ ისურვა.

ფირუზ ბოლქვაძე ამბობს, რომ პროცესი მართულია, მომავალი დირექტორის ვინაობა კი ცნობილი. გასაუბრების შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი კიდევ ერთმა კანდიდატმა,  შოთა ზოიძემ თქვა, რომელიც მიიჩნევს რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებს ინტერესთა კონფლიქტი აქვთ. მრჩევლების საქმიანობა გააკრიტიკა, ირმა ზოიძემაც, რომელიც მესამედ ცდილობს, მაუწყებლის დირექტორი გახდეს. თუმცა, დანარჩენი ორისგან განსხვავებით, ირმა ზოიძემ, მისთვის გამოყოფილი დრო, საკუთარი კონცეფციის პრეზენტაციას დაუთმო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში