"პაატა სალიამ გამოაცხადა ის, რომ ტელევიზიამ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვალოს" - ზვიად ქორიძე რ2-ზე

20 აგვისტო 2019, 18:13 1384 ნახვა

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ რუსთავი2 მიერ განხორციელებული ცვლილებები არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის გადაწყვეტილება.   

"რა თქმა უნდა ზუსტად იმიტომ გადაწყვიტა ამ ტელევიზიის მოპოვება ბიძინა ივანიშვილმა, რომ ქიბარ ხალვაშს ეს სიმდიდრე კი არ ჰქონოდა, არამედ ქიბარ ხალვაშს უნდა მიეღწია  ამ არხის  სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილიყო. სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან ჟურნალისტები, ქმნიან პროდიუსერები, ის ხალხი, რომლებიც რაღაც გარკვეული მსოფლმხედველობით ერთიანდებიან და ქმნიან სარედაქციო დამოუკიდებლობის პოლიტიკას.

დღეს ამ გადაწყვეტილებით პაატა სალიამ გამოაცხადა ის, რომ ტელევიზიამ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ეს იყო მოსალოდნელი, თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ეს ზუსტად ამისთვის გაკეთდა. მე მიმაჩნია, რომ საკმაოდ დიდი სივრცე, დიდი ჰაერი იყო მიცემული დღევანდელი მენეჯმენტისთვის. მათ ითმინეს, მაგრამ ვერ მოითმინეს, იმიტომ რომ მათი მთავარი ამოცანა იყო სწორედ ამ სარედაქციო პოლიტიკის დანგრევა" - აცხადებს ზვიად ქორიძე. 

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი2 ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ასევე, ტოქ-შოუს წამყვანები ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. რუსთავი2 დატოვებენ ასევე გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. 

განცხადება ამის თაობაზე [აატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კურიერის ჟურნალისტებს კი სარედაქციო დამოუკიდებლობას დაპირდა და დარჩენა შესთავაზა.  

ნოდარ მელაძემ კი განცხადება გააკეთა, რომ გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე, მასთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები გარიგებას სცდილობდნენ, რაზეც უარი უთხრა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში