ნიკა გვარამია: "გელოდებით მთავარ არხზე, გამჩუმებლები კი რჩებიან"

20 აგვისტო 2019, 17:09 709 ნახვა

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და ახალი ტელკომპანიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და "რუსთავი 2"-ში  გათავისუფლებულ ჟურნალისტებს მასთან ელოდება. გამჩუმებელი - რჩება. დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე” - წერს გვარამია. 

 

"ისეთი გვარები მესმის გინა მომსვლელის, გინა დამრჩენის, სად გავიცინო არ ვიცი. 2012 წელს არხი დამხვდა გამოშიგნულ გაფარჩაკებული. ჟურნალისტებს შეკითხვის დასმა ქონდათ აკრძალული და მიკროფონის დამკავებლებად გადაქცეულები. და ეს ვინც შეასრულა და ამის მთავარი სიმბოლო ვინც იყო, ამათი გვარები მესმის მხოლოდ. მალე გავიგებთ ქართული ოცნება ამჯერად მედიაში როგორ გადაიბარებს მურუსიძე-ჩინჩალაძეებს" -  აცხადებს ნიკა გვარამია. 

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი2 ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ასევე, ტოქ-შოუს წამყვანები ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. რუსთავი2 დატოვებენ ასევე გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. 

განცხადება ამის თაობაზე [აატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კურიერის ჟურნალისტებს კი სარედაქციო დამოუკიდებლობას დაპირდა და დარჩენა შესთავაზა.  

ნოდარ მელაძემ კი განცხადება გააკეთა, რომ გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე, მასთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები გარიგებას სცდილობდნენ, რაზეც უარი უთხრა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში