ძლიერი ხანძარი საბერძნეთში

14 აგვისტო 2019, 10:51 1377 ნახვა

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ხანძრის სალიკვიდაციოდ იტალიამ ორი თვითმფრინავი გაგზავნა. საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულზე ფიჭვის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას საბერძნეთის ექვსი თვითმფრინავი, ექვსი ვერტმფრენი და 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.
 

ხელისუფლებამ ოთხი სოფლის და რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა საბერძნეთის დედაქალაქამდე მიაღწია. კუნძული ევია ათენიდან 110 კილომეტრში მდებარეობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი 11 კილომეტრზე არის გავრცელებული. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში