გამომძიებლებმა დანაშაულებრივი სქემა გახსნეს რითაც გადასხადების დამალვას ახერხებდნენ

13 აგვისტო 2019, 16:28 350 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით.

3 თვის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე  დაწყებულია გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ. ამათგან 38 პატიმრობაში იმყოფება.

გამოძების ინფორმაციით, პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი, ხოლო ნაწილი – კომპანიების ფაქტობრივი მმართველია.

უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად გამოვლინდა და თავიდან იქნა აცილებული 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება ამ და სხვა დანაშაულებრივ სქემებში მონაწილე შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით.

დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი