პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის დაიკეტა

13 აგვისტო 2019, 14:52 1941 ნახვა

დღეიდან  პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის დაიკეტა. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონახულება დღეს ვიზიტორებმა შეძლეს.  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ პეტრას ციხეზე ორ დღეში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება რომელიც მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს.

შეამცირებს თუ არა  საზაფხულო  სეზონზე კიდევ უფრო შემცირებულ ტურისტთა რაოდენობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა გვითხრა, რომ გონიოს ციხესთან შედარებით პეტრაზე უფრო ნაკლები ტურისტი დადის, მიზეზად კი გაუმართავ ინფრასტრუქტურას ასახელებს.

პეტრას ციხეზე მილიონ 750 ათასი ლარის სამუშაოებს კომპანია ''ივერთ მშენი'' შეასრულებს. ზაურ ახვლედიანის თქმით ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, მოეწყობა კაფე-რესტორნები  მუზეუმი, შესვლა კი ფასიანი გახდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში