„არის რესუსრი, რომ ლარი კიდევ უფრო, ცოტა გამყარდეს“-ფინანსთა მინისტრი

13 აგვისტო 2019, 14:59 2323 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ არის რესურსი იმისათვის, რომ ლარი ცოტა კიდევ გამყარდეს.  ივანე მაჭავარიანის თქმით, ეს რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი და ჯანსაღი.

„ეს მუდმივი პროცესია. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ კიდევ უფრო, ცოტა გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი. თქვენ თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის ხელი არ შეუწყია არანაირად,“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში