საპროტესტო აქცია ქობულეთში

06 აგვისტო 2019, 18:05 493 ნახვა

უკვე მეორედ ქობულეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა ამბობს, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა და მთავრობიდან დახმარებას ითხოვენ.  მოსახლეობის ინფორმაციით,  ტურისტების ნაკლებობის გამო  ისინი ბანკებიდან აღებულ სესხს ვერ დაფარავენ, მსგავს მდგომარეობაში ბევრი მათგანი  2008 წლის ომის შედეგად ჩავარდა.

მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან  შუამდგომლობას დაპირდა. კობა ნაკაიძის თქმით, ის მთავრობას შესთავაზებს რომ აღებული სესხების პროცენტი  დაფაროს, სესხი კი ერთი წლით გადავადდეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში