საქართველოს რკინიგზის განცხადება

05 აგვისტო 2019, 12:10 487 ნახვა

"საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებულთა ნაწილს,  რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამასთან რკინიგზაში განმარტავენ, რომ   უკლებლივ ყველა რკინიგზელს, საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია, რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა.

  მათივე განმარტებით, ,,ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს, რადგან  თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება“  ასეთია უწყების პოზიცია.  შეგახსებეთ რკინიგზელებმა გაფიცვა 10 აგვისტოსთვის დაანონსეს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი