დააკავეს პირი, რომელმაც სახლიდან ოჯახის გამოსახლების დასაჩქარებლად პოლიციელს ქრთამი შესთავაზა - სუს

31 ივლისი 2019, 10:14 1583 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში