დააკავეს ექიმი, რომელიც ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბ რეცეპტს ამზადებდა

31 ივლისი 2019, 00:03 1704 ნახვა

პროკურატურამ ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ექიმი დააკავა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებული ბორჯომში მუშაობდა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში