დააკავეს პირი, რომელიც ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა - ფინანსური პოლიცია

30 ივლისი 2019, 10:19 422 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები დაამზადა. თითქოსდა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით 96 000 ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება განახორციელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში