ლარი გაუფასურდა - 1 აშშ დოლარი 2.9321 ლარი გახდა

26 ივლისი 2019, 21:02 1237 ნახვა

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - ლარის ფასი დოლართან მიმართებით დღეს ისევ დაეცა. კომერციულ ბანკებში კურსმა სამ ლარს გადააჭარბა. გაუფასურებული ვალუტის ფონზე ძვირდება პროდუქტი, გაძვირებული საწვავის ფონზე კი შესაძლოა მალე პურის ფასიც გაიზარდოს.

ჯაჭვური პრინციპით  გაძვირებული ყოველდღიურობისა და სამთავრობო ეკონომიკური გუნდის დაწუნებული მუშაობის ფონზე, პრემიერი შექმნილ ვითარებას „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს. ბიზნესომბუდსმენიც ამბობს, რომ ნეგატიურ მოლოდინებს, პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული  ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა იწვევს. საუბრობენ 20-21 ივნისის მოვლენების გავლენაზე. ცნობისთვის, ლარმა გაუფასურება გაცილებით ადრე დაიწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში