,, გახარია წადი”- ქობულეთის საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე დაიწყო

26 ივლისი 2019, 12:26 1678 ნახვა

,,გახარია წადი”- ქობულეთის საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე დაიწყო.
სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ტრანსპარანტებით მივიდნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, პროტესტის გამოხატულების ნიშნად თვალზე ხელიც აიფარეს და პარლამენტის წინ შეკრებილებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ პოლიტიკურ შეფასებებს ითხოვენ.


ლელა ვერულიძე: ბატონო დავით, 1 თვე გავიდა და არ გააკეთეთ შეფასება


დავით მჭედლიშვილი: მე პოზიცია დავაფიქსირე ტელევიზიით, აქ, დარბაზშიც მაგრამ ალბათ ვერ გაიგონეთ.

 

ნაციონალური მოძრაობის წევრები ითხოვენ დღის წესრიგში შეიტანონ საკითხი რომელიც ტურისტულ სეზონზე შექმნილ კითხვებს გასცემს პასუხს. 

 

 ლელა ვერულიძე: ვითხოვთ ჩაამატოთ ახლავე ეს საკითხი დღის წესრიგში

დათო მჭედლიშვილი: ეს თხოვნაა თუ შანტაჟი?  განკარგულებას ჰგავს თქვენი მოთხოვნა, ყველაფერს აქვს პროცედურა , მაგრამ ეს თქვენი სტილია.

ბონდო თედორაძე: ბატონო დავით, დარწმუნებული ვარ ამ დარბაზში თქვენ ჟირინოვსკის არ შემოუშვებთ, კაცი რომელიც ყოველდღიურად ჩვენს ისტორიას ამახინჯებს, მაგრამ მარტო ეს არ კმარა თქვენ თქვენი ანტისაოკუპაციო პოზიცია საჯაროდ უნდა დააფიქსიროთ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში