600 000 ევრო რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის

25 ივლისი 2019, 21:15 388 ნახვა

წლების წინ დაწყებული მოლაპარაკება საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair-ის შემოსვლის თაობაზე ჯერ კიდევ არაა მიყვანილი ბოლომდე. სწორედ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების დროულად გაფორმებას მიიჩნევს კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთ მთავარ გზად „ევროპული საქართველო.“

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას რუსეთიდან ტრანზიტული ფრენების დაფინანსების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უწუნებს და ამბობს, რომ ბილეთების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი, არასწორი პოლიტიკური სიგნალი და წყალში გადაყრილი ფულია.

სამთავრობო გუნდში კი გადაწყვეტილებას მიესალმებიან. შეგახსენებთ, პრემიერმა გუშინ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ერევნის გავლით საქართველოში ფრენებისას თითოეული მგზავრის ბილეთის საფასურის ნაწილს ბიუჯეტი გადაიხდის. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი