დასვენების დღეებში ბათუმში პერიოდულად იწვიმებს

19 ივლისი 2019, 12:07 1003 ნახვა

შაბათ-კვირას ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ღრუბლიანი ამინდია  მოსალოდნელი, დროგამოშვებით  ხანმოკლე წვიმა იქნება. 

ჰაერის ტემპერატურა - როგორც დასავლეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო ზოლში - დასვენების დღეებში პერიოდულად მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +25, +26 გრადუსი იქნება.

ამ დროისთვის ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში