''რუსთავი 2''-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა

18 ივლისი 2019, 21:47 1212 ნახვა

„ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია“ - ასეთი შინაარსის განცხადებები გააკეთეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა, საინფორმაციო და შემოქმედებითი სამსახურების თანამშრომლებმა. სწორედ თანამშრომლების სურვილი ახსენა დღეს ნიკა გვარამიამ, თქვა რომ არხს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდა თუ ამის სურვილი რუსთავიორელებს ექნებოდათ.

თანამშრომლებს ეს არ სურდათ. სურდა  ქიბარ ხალვაშს. ამის შესახებ არხის მფლობელმა, სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჯაროვებიდან მალევე განაცხადა. თქვა რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას არ შეეხება, მაგრამ გვარამიას შეცვლის. გვარამია გადაყენებულია, იგი პაატა სალიამ ცოტა ხნის წინ ჩაანაცვლა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში