ბლოკების რეგისტრაციის ვადა იწურება

26 აგვისტო 2016, 00:00 2189 ნახვა

უსკოში დღეს საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა იწურება. უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკები. რეგისტრაციისთვის არა უგვიანეს 43-ე დღისა, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება. რეგისტრაციისთანავე უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში. ამ დროის მონაცემებით, უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის განცხადებთ ჯერ არავის მიუმართავს.  

ამავე კატეგორიაში