"პარტია ძირითადად არჩევნებიდან-არჩევნებამდე მუშაობდა, ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ"- ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:47 428 ნახვა

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის რომ პარტია ძირითადად არჩევნებიდან-არჩევნებამდე  მუშაობდა, ჩვენ ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ.  ყველა დრო არჩევნებიდან-არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს არჩევნების მსგავსი. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო აქტიურები ვიქნებით. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ საზოგადოების ყველა შეკითხვას, ჩვენ მათთან გვექნება აქტიური კომუნიკაცია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს. ჩვენ მათთან ერთად დავიხვეწებით"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა აღნიშნული განცხადება  პარტიის  აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ გააკეთა.  პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მმართველმა გუნდმა თორნიკე რიჟვაძე  დანიშნა.  ბიძინა ივანიშვილმა  ზემოთხესენბული კომენტარი სწორედ რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების მნიშვნელობაზე საუბრისას გააკეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში