ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

16 ივლისი 2019, 18:05 2250 ნახვა

დღეს ოპოზიციის მხრიდან პროტესტი 20 ივნისის მოვლენებზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოხმაურებასაც მოჰყვა. სულიკო თებიძის გამოსვლა მირდატ ქამადაძემ იგორ როდიონოვის გამოსვლას შეადარა. გავრილოვის ღამის შეფასებისას საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაც იგივე იყო, რაც ცენტრალური მთავრობის.
 

დღესაც მთავარი აქცენტი  სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდით დამხობის მცდელობის აღკვეთაზე გაკეთდა. დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ინიციატივა იყო, ბათუმის საკრებულოს ოფიციალურად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საქართველოში რუსი დეპუტატის  ვიზიტთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ფრაქციის მიმართვა არ დაარეგისტრირეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში