ხმაური საკრებულოს სხდომაზე - ''რივიერას'' განაშენიანების გეგმის განხილვა

16 ივლისი 2019, 15:12 1822 ნახვა

ხმაურია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, მიზეზი  ანბანის კოშკის მიმდებარედ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება გახდა. პროექტს, რომელსაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია ახორციელებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, საზოგადოება „ბათომი“ და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ეწინააღმდეგება.

შოთა გუჯაბიძეს სხდომათა ოთახი დაატოვებინეს, თუმცა მანამდე გაესაუბრა ქალაქის მერს, რომელიც ასევე ესწრებოდა დღევანდელ სხდომას,  ლაშა კომახიძეს დაუსვა კითხვა თუ რატომ არ მისცეს სიტყვის თქმით უფლება ტრიბუნიდან, მერმა კი  იგი საკრებულოს წევრებისკენ გადაამისამართა.
 

სულიკო თებიძემ დღეს პოლიციის გამოძახება ითხოვა. დარბაზი ცოტა ხნის წინ დატოვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა მირდატ ქამადაძემაც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში