საკრებულოს სხდომაზე დაცვის პოლიცია გამოიძახეს 

16 ივლისი 2019, 14:37 3475 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე პოლიციის გამოძახება მოითხოვა. სულიკო თებიძის განმარტებით, სხდომის გაგრძელება შეუძლებელი იყო.

შოთა გუჯაბიძე - სიტყვა მინდა ბატონო სულიკო 

სულიკო თებიძე - სხდომის ბოლოს მოგცემთ სიტყვას აუცილებლათ

შოთა გუჯაბიძე - ახალ მინდა, სხდომის ბოლოს არა. ერთ წუთიანი სიტყვა მინდა რა პრობლემას წარმოადგენს. რა იყო აქ დაცვა და არტილერია რომ მომიყვანეთ. 

სულიკო თებიძე - დაცვას ვთხოვ გაიყვანეთ. 

შოთა გიჯაბიძე - ავიაცია, რომ გამოიძახო არ გინდა?

 

დარბაზში დაცვის პოლიციის თანამშრომელი შევიდა, რომელმაც საზოგადოება ''ბათომის'' წევრი შოთა გუჯაბიძე ტრიბუნიდან გამოიყვანა.

შოთა გუჯაბიძე სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი „რივიერაზე“ ცათამბჯენების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია.

მოგვიანებით შოთა გუჯაბიძე ბათუმის მერთან მივიდა, ცდილობდა ლაშა კომახიძისგან მიეღო პასუხი, რატომ არ აძლევდნენ მას სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას.

ბათუმის საკრებულო დღეს, 16 ივლისს, ''რივიერას" განაშენიანების გეგმას განიხილავს. საუბარია ძველი ბათუმის საპორტო ზოლში 5 ცათამბრჯენის მშენებლობაზე. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დღეს თქვა, რომ რივიერას ტერიტორია ქალაქის ისეთივე ისტორიული ნაწილია, როგორიც მისი ნებისმიერი კუთხე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში