საქველმოქმედო საღამოები ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად

25 აგვისტო 2016, 00:00 3024 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 27 და 29 აგვისტოს ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 27 აგვისტოს საქველმოქმედო საღამოს აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ლეგენდარული შოუთი” გახსნის. 29 აგვისტოს კი “მეგობრები მეგობრისათვის” კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინი ბადურაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, ანრი ჯოხაძე, კახა კუხიანიძე და სხხვა მომღერლები. შეგახსენებთ, ვაჟა ცისკარიძეს საზღვარგარეთ ძვირადღირებული, გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. დახმარების მსურველებისთვის გახსნილია საბანკო ანგარიშები.

ამავე კატეგორიაში